კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში
Kutaisi Daily
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი; გამოვლინდა Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 4 301 პირი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily