ლეგენდარული ფეხბურთელი ძარცვისას მოკლეს

0
ლეგენდარული ფეხბურთელი, ტომას ფელიპე „ტრინკე“ კარლოვიჩი, რომელსაც ბევრი არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასაკოვან ფეხბურთელს მძარცველები დაესხნენ თავს და ველოსიპედის წართმევისას თავში ჩაარტყეს. „ტრინკე“ ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ტრაგედიას სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, დიეგო მარადონაც გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. თავდამსხმელები პოლიციამ უკვე დააკავა.
#news
#sport
Argentina
#ძარცვა
#მკვლელობა
#თავდასხმა
#ტრინკე
0