9 მაისის გარშემო განვითარებული მოვლენები

0
9 მაისს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ამ დროს იმართება აღლუმები, ომის ვეტერნები და საჯარო მოხელეები მემორიალს პატივს მიაგებენ, გამოდიან სიტყვით, იხსენებენ დღეს, როდესაც საერთო ძალებით მტერზე გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ამ საყოველთაო გამარჯვების ფონზეც ისმის რამოდენიმე კითხვა. რატომ 9 მაისი და არა 8 მაისი? უნდა აღნიშნონ ომის ვეტერანებმა ეს დღე ? მნიშვნელოვანია ჩვენთვის ? ევროპა ? რუსეთი ? შევეცდები ამ კითხვებზე პასუხი გაგცეთ. ცნობილია, რომ რეალურად, კაპიტულაციას 8 მაისს მოეწერა ხელი, თუმცა საბჭოთა კავშირში ამ დროს 9 მაისი, კონკრეტულად 01:01 წუთი იყო. სწორედ ამიტომ ევროპა ამ დღეს 8 მაისს აღნიშნავს, ხოლო პოსტ საბჭოთა სივრცე 9 მაისს. ჩნდება პროტესტი, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილს ევროინტეგრაცია სურს, ამიტომ "რუსეთის საზიარო" დღესასწაულს ეწინააღმდეგება. მეორე მხრიდანაც, ისმის საკმაოდ ლეგიტიმური არგუმენტი, რომ ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ომის ვეტერნებისთვისაა და ამიტომ, არ შეიძლება მათი მეხსიერებისა და ღვაწლის - დღესთან ერთად "გადატანა". მეორე ნაწილია ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "რუსეთთან საზიარო" დღესასწაულის აღნიშვნას და ამ პროტესტს საკმაოდ რადიკალური გზით გამოხატავენ. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც 9 მაისს, მსვლელობის დროს, ეს ახალგაზრდები, მემორიალთან ვეტერნების შეკრებას აპროტესტებდნენ. ამბობდნენ, რომ ეს რუსეთის მხარდაჭერისა და ოკუპაციის შეურაცხყოფის სიმბოლოა. თუმცა, აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერნები, მათ შვილებთან ერთად იბრძოდნენ ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ამ ადამიანებს "რუსეთუმეები" ვუწოდოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიული ფაქტების გამო, მაშინ საქართველო სსრკ ნაწილი იყო და მათ სწორედ ამ "კავშირის" სახელით უწევდათ ბრძოლა. საქართველოს ყველა ხელისუფლება 9 მაისის აღნიშვნის დროს აცხადებს, რომ ისინი არა სსრკ გამარჯვებას, არამედ საქართველოს მოქალაქეთა ღვაწლისა და შრომის დასაფასებლად აღნიშნავენ ამ დღეს. საქართველო თავისი ადგილმდებარეობის გამო ყოველთვის რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, ერთი მხრივ განვითარებული ევროპის საჭიროება დგას, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს "ერთმორწმუნე" იმპერიალისტი მეზობელი, რომელიც საზღვრებს სულ უფრო აფართოვებს, გვართმევს მიწებს და საკუთარი შავი პროპაგანდის გამო დღემდე ინარჩუნებს გარკვეულ გავლენას. რუსეთი ოკუპანტია, დიახ ! ამას საქართველოს ყოველი მოქალაქე და ყოველი მებრძოლი აღიარებს ! თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო დღემდე მხოლოდ მისი მეორების დაღვრილი სისხლის გამო დგას ფეხზე ! სწორედ ამიტომ, მათი ღვაწლი და თავდადება დასაფასებელია.
#9მაისი
#საქართველო
#ომისვეტერანი
#სსრკ
#ფაშიზმი
#გამარჯვება
#TbilisiDaily
0