რიო დე ჟანეიროს მერი კორუფციის საქმეზე დააკავეს

Tbilisi Daily

რიო-დე-ჟანეიროს მერი, მარსელო კრიველა კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მარსელო კრიველა დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდა. „მე უდანაშაულო ვარ და არ ვიცი, რა ხდება. ეს პოლიტიკური დევნაა“, – აცხადებს რიო-დე-ჟანეიროს მერი.