თვითნასწავლი მხატვარი - ნინო ხაზალია.
Zugdidi Daily
თვითნასწავლი ხელოვანი ნინო ხაზალია დროს ხელნაკეთი სამკაულების გაკეთებაში ატარებს. ეს საქმიანობა მას ჰობად და ამასთან შემოსავლის წყაროდ ექცა. ნივთებს სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით ყიდის.
ბავშვობიდან იზიდავდა სამკაულების კეთება, მაგრამ ამაზე მისი თავისუფალი დროის დათმობა შვილის შეძენამ გადააწყვეტინა და უფრო სერიოზულად მოჰკიდა ამ საქმეს ხელი. მეგობრების ინიციატივით შექმენა ფეისბუქ გვერდი და ნივთების გაყიდვა დაიწყო.
ნინო თითქმის ყველაფერზე მუშაობს, ეს იქნება ბარხატი, თექა თუ მძივები. ის თავისი ხელით აკეთებს სამაჯურებს, თმის ბაბთებს და სამაგრებს, გულსაბნევებს და ბრელოკებს. ხელნაკეთი სამკაულების დასამზადებელ მასალას კი ინტერნეტიდან იწერს.
#თვითნასწავლიხელოვანი #ხელნაკეთინივთები #სამკაულები #ფეისბუქი #თექა #zugdididaily