ბათუმის "დინამოს" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩი გადაიდო
Batumi Daily
ბათუმის "დინამოს" მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი ‘’დინამო’ ბათუმსა და თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ შორის გადაიდო.
მიზეზად ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარება სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში "დინამო ბათუმი" ლიდერობს. 13 ტურის შემდეგ, გუნდმა 26 ქულის მოპოვება შეძლო და 1 ქულით გაუსწრო თბილისის "დინამოს".
შეხვედრა 1 თვის შემდეგ, 26 ნოემბერს გაიმართება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: დინამო ბათუმი
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში