მწერდა, რომ სამსახურიდან გასვლა სურდა - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კოლეგა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილიკომპანია ''ზეგში'' მუშაობდა. ის პროგრამისტი იყო. მისი კოლეგებიამბობენ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მუშაობდნენ. ასრულებდნენ დაკვეთებს და აწვდიდნენ.
პროგრამირების მენეჯერინიკოლოზ გეჯაძე აჭარისსაზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ თამარს სამსახურიდან წასვლა სურდა, ამის შესახებ მას მისწერა. უთხრა, რომ სწავლას და ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობას ვერ ახერხებდა.გეჯაძე ამბობს, რომ მეორე სამსახურის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და არ იცის სად იყო დასაქმებული.
კოლეგაყვება, რომ თამარს სამსახურში პრობლემები ან კონფლიქტი არ ჰქონდა.
''პროგრამისტები ვართ. შეკვეთებს ვიღებთ ამერიკიდან, შევასრულებთ და გავგზავნით. ამერიკას აწყობს იმიტომ, რომ საქართველოში ხელფასები შედარებით დაბალია.თამუნას ვიცნობდი რა თქმა უნდა, ერთად ვმუშაობდით. ჩვენ ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ყველაფერს ვაწვდით. კითხვები დაგვისვეს და ვუპასუხეთ. ავუხსენით რას ვსაქმიანობთ.რამდენიმე დღის წინ მომწერა, ბოლოს მიმოწერა პარასკევს გვქონდა. მეუბნებოდა, რომ სწავლას და მუშაობასვერ ახერხებდა. კიდევ სადღაც მუშაობდა, ოღონდ სად არ ვიცით. ეს მისი პირადი საქმე იყო.
ორშაბათს უნდა მოეტანა განცხადება და პირადი ნივთები წაეღო. სულ გაღიმებული და კარ ხასიათზე იყო. კონფლიქტი არ შეგვიმჩნევია. უცნაურად არ იქცეოდა'' - განაცხადა გეჯაძემ.
პროგრამისტმა აჭარისმაუწყებელსთამარ ბაჩალიაშვილისბოლო მიმოწერის ფოტო მიაწოდა.
ამ წუთებში სამართალდაცველები კომპანიაში შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.