საპროტესტო აქცია-მსვლელობა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აქცია მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი ლიდერები რუსთავის #12 ციხესთან მივიდნენ. ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პოლიტიკური ნიშნით დევნას და 'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიკა მელია შეძახილებით გაამხნევეს.