რა უფლებებით სარგებლობენ ბავშვები ?
Tbilisi Daily
1989 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ "ბავშვის უფლებათა კონვენციაში" მითითებულია, რომ ბავშვად ითველაბა 18 წლამდე პირი.
ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრში განსაკუთრებით საინტერესოა როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისათვის, თუ რა უფლებები და ვალდებულებებია გათვალისწინებული მათ წინაშე. შევეცდები, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს უფლებები გაგაცნოთ.
პირველ რიგში, (თუმცა რაც ყველასთვის ისედაც ნათელია) ბავშვები სარგებლობენ ყველა უფლებით, რაც უფროსებს აქვთ, გარდა საარჩევნო უფლებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ორ გარემოებას, როდესაც 18 წლამდე პირს აქვს ემანსიპირებული უფლებები და უტოლდება სრულწლოვანს, ესენია:
16 წლის ასაკს მიღწეული პირის ქორწინება. (რომელიც დაშვებულია მეურვის ან მზრუნველის წინასწარ თანხმობით)
კანონიერი წარმომადგენლის მიერ 16 წლის ასაკს მიღწეული პირისთვის საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლების მინიჭება.
14-დან 18-წლამდე ბავშვის მოქალაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.
14-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირი, რომელმაც ექიმს მიმართა სქესობრივად გადამდები დაავადების მკურნალობის ან ნარკომანიის მკურნალობის მიზნით, მისი ინფორმაცია არ მიეწოდება მშობელს.
საქართველოს კანონმდებლობით, 16 წლის ბავშვს აქვს მუშაობის უფლება. 14 წლამდე ბავშვთან თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ ან კულტურულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
აკრძალულია არასწრულწლოვანთან სათამაშო, პორნოგრაფიულ, ეროტიკულ და ასევე სხვა სარისკო სამსახურებში. არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება არ იდება. მისი სამუშაო დრო, 24 საათიდან (დღის განმავლობაში) 6 საათს მოიცავს.
ბავშვთა აღზრდა/განვითარება კომპლექსური და რთული საკითხია, რომელიც პირველ რიგში ოჯახში იწყება და ფურცელზე აღნიშნული კოდექსების გარდა უამრავ რამეს, სითბოს, სიყვარულს და მოთმინებას მოითხოვს. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებებს ყველა ქვეყანაში ერთხმად აღიარებენ, ჯერ კიდევ არსებობს მათზე ძალადობის, ტრეფიკინგის, გატაცების და სხვადასხვა დარღვევის ფაქტები. ბავშვი, არის მომავალი თაობა, რომელზეც, ოჯახთან ერთად, ყველა ინსტიტუტი ერთიანად უნდა ზრუნავდეს.
წყარო: USAID მიერ დაფინანსებული წიგნი "დემოკრატია და მოქალაქეობა" 1 გამოშვება.
#ბავშვები #უფლებები #აღზრდა #TbilisiDaily