საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

Mediamall

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათგან რვა გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.