დონალდ ტრამპი - თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ

Tbilisi Daily

თუ დაითვლით კანონიერ ხმებს, მე ადვილად მოვიგებ, თუ დაითვლით უკანონო ხმებს, მათ შეუძლიათ არჩევნები მოგვპარონ, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკვე ნამდვილად გავიმარჯვე რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მათ შორის ფლორიდაში, აიოვაში, ინდიანაში, ოჰაიოში. ჩვენ ისტორიული რიცხვებით მოვიგეთ,“- განაცხადა ტრამპმა. მან ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „აღმაშფოთებელი არჩევნები გვქონდა. ბევრი სისულელე და ტყუილი იყო და ამას ჩვენს ქვეყანაში ვერ ავიტანთ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.