კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა, რამდენიმესთან პირველ ეტაპზე უარყოფითია, გავიმეორებთ 24 საათში
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141576
კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველ ეტაპზე უარყოფითია და გავიმეორებთ 24 საათში-განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
„დღეს დილას როგორც ვთქვით 306 დადასტურებული შემთხვევაა, ჯერჯერობით უცვლელია. ახალი შემატებული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს. 12 პაციენტთან ჩავატარეთ ტესტირება, პირველადები ყველა უარყოფითი იყო და განმეორებითი ჩატარებული გამოკვლევებით ორ პაციენტთან უკვე განმეორებით მივიღეთ უარყოფითი პასუხი. კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველ ეტაპზე უარყოფითია და გავიმეორებთ 24 საათში."– განაცხადა ეზუგბაიამ.
შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსისგან 48 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 71.