შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აჭარის მთავრობასთან აქციაზე დაკავებულებს 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შვიდდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩებიან. სასამართლო პროცესი დისტამციურ ფორმატშითითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაადწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა. ადვოკატის შეფასებით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეომასალით არ დასტურდებოდა სახდელდადებული პირები საქმიდან კანონდარღვების ფაქტი, თუმცა მოსამართლე მოწმე პოლიციელების ახსნა-განმარტებებს დაეყრდნო. საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. თავად სახდელ დადებული 6 პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ექვსივე დაკავებულს ბრალი ედებოდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. უკვე ერთ თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, მანდატებზე უარს ამბობენ და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სულ 15 პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული. აქედან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, 4 საქმის განხილვა კი უვადოდ რამდენჯერმე გადადო.