განახლებული კოვიდმონაცემები ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

გასული დღის მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 421 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Сovid 19 - სგან ე.წ "მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს." რაც შეეხება კოვიდპაციენტთა გადანაწილებას კლინიკებში - გუდაუთის საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 32-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 23 . 52 ინფიცირებული იმყოფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7504 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5545 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა