მედია პარლამენტში ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

Tbilisi Daily

ხვალიდან მედია პარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. ჟურნალისტებს შენობაში შესვლისას ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ადგილი. დროებით ისევ შეზღუდული იქნება კომიტეტის სხდომებზე დასწრება. მედია ჩვეულებრივად იმუშავებს პლენარული სხდომისას.   #news #პარლამენტი #მედია #TbilisDaily #DailiNews