დღეს საქართველოში გლოვის დღეა!

Zugdidi Daily

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე. 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. #შატილი #საქართველო #გლოვისდღე #ტრაგედია #დაშავებულები #პარლამენტი #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com