გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. გადაწყვეტილებაუწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო. შსს-ს ინფორმაციით,სოფელისშესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. სამართალდამცველების სოფელთან მისასვლელმეორეხარისხოვანგზებსაც აკონტროლებენ. ''გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.