რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 2020 წლის საპარლანეტო არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა 52.26% „ქართული ოცნებამ“ მიიღო. ეგზიტპოლი საღამოს 17:30 საათის მონაცემებს ასახავს, რომლის თანახმად საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 52.26% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.33% „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 4.2% „გირჩი“ – 3.52% „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 2.61% „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29% „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.22% „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.02% სხვა პარტიები – 0.69% ეგზიტპოლი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა ბრიტანულმა კომპანიამ „Survation“. ტელეკომაპნიის განცხადებით, კვლევის ცდომილება 1.2%-ია და 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. მონაცემები 22:00 საათზე განახლდება. ასევე ნახეთ:  ტელეკომპანია „ფორმულას“ ეგზიტპოლი ტელეკომპანია „მთავარის“ ეგზიტპოლი ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლი https://www.radiotavisupleba.ge/a/30923039.html #ახალი_ამბები #twitter