გურჯაანში 51 წლის მამაკაცი დაჭრეს
Tbilisi Daily
გურჯაანში 51 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჭანდარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა.
მამაკაცი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მას შესაბამასი მკურნალობა უტარდება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.