მთლიანად საგარეო დახმარებაზე ვართ დამოკიდებულები, ამ დროს შეთანხმებას არღვევენ — ოქრუაშვილი

On.ge

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ამბობს, რომ მთავრობა მთლიანად საერთაშორისო პარტნიორების ეკონომიკურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ასეთ დროს ხელისუფლება ელჩების წინაშე, 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას არ უნდა არღვევდეს. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა. "პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ", — წერს ირაკლი ოქრუაშვილი. #news #politics https://on.ge/story/54225-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98