ცნობები აჭარაში გარდაცვლილ ინფიცირებულთა შესახებ

Batumi Daily

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: "მედცენტრი - 88 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 03.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 04.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, თირკმლების მწვავე უკმარისობა. რესპუბლიკურ საავადმყოფო - 69 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 01.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ. დისტრეს სინდრომი, სპონტანური პნევმოთორაქსი. არტერიული ჰიპერტენზია. რესპუბლიკურ საავადმყოფო - 88 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 23.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ანემია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის უკმარისობა. რესპუბლიკურ საავადმყოფო - 79 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 04.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკა "ბაუ" - 57 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 17.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია. კლინიკა "ბაუ" - 74 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 17.10. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ანემია, შაქრიანი დიაბეტი,ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია. კლინიკა ბომონდი - 68 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 07.11. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, იშემიური კარდიომიოპათია, ჰიპერტონული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 66 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 04.11. 2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწ. უკმარისობა. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 66 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 04.11. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწ. უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 86 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 07.11. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის ქრ. უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 77 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 25.10. 2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, ესენციური ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრ. უკმარისობა" - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ამ დროისთვის აჭარის კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში 787 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 111 პაციენტი. საკარანტინე სივრცეში 1 328 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი - 16 826. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში