55 გარდაცვლილი და 5 ათასამდე ინფიცირებული რუსეთში

Tbilisi Daily

რუსეთში, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 892 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 927 745-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 55 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 15 740-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან736 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.