მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმების 57%-ით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების თითქმის 100% დათვლილია. 15 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ ხმების 57%-ით იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო. მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად დაასახელა საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება. „ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30952155.html #ახალი_ამბები #twitter