აფხაზეთის ტერიოტორიაზე მდებარე უძველესი ქრისტიუანული ტაძრები

0
აფხაზეთის ტერიოტორიაზე მდებარე უძველესი ქრისტიუანული ტაძრები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აფხაზეთი - საქართველოა! ვინაიდან აფხაზეთი ქართველების უძველესი ქრისტიანული კერაა, აქ მრავლადაა ტაძრები და მონასტრები, რომლებსაც დღეს ნაწილობრივ გაგაცნობთ: მოქვის საკათედრო ტაძარი მდებარეობს სოფელ მოქვში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. იგი ერთადერთია აფხაზეთის ტაძართა შორის, რომლის აგების შესახებაც წერილობითი ინფორმაცია მოიპოვება. იგი ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ X საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, სადაც ამრავლებდნენ ხელნაწერებს, აახლებდნენ ძველ ნუსხებს. დღეს რუსეთის ხელისუფლება ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციით ნიღბავს ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში. ბედიის სამონასტრო კომპლექსი - იგი ოჩამჩირეში, სოფელ ბედიაში X საუკუნის მიწურულს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ააგო. სწორედ აქაა დასაფლავებული ბაგრატ III და დედამისი - დედოფალი გურანდუხტი. ამასთან, ამ ცენტრშიც ძველ ქართულ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის ახალი წიგნებით შევსება მიმდინარეობდა. დღეს ტაძარი პირქუშად გამოიყურება. მისი მოპირკეთებული ნაწილი დაიმსხვრა, კედლები გაშავდა, დაზიანებულია ფრესკები, გუმბათი დიდი ხანია გაქრა. შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები. ბიჭვინთის ტაძარი - X საუკუნის საკათედრო ტაძარია, რომელიც არქიტექტურულად ბიზანტიურ ნაგებობას ემსგავსება. საეკლესიო გადმოცემით, ბიჭვინთის სანახებში I საუკუნეში წმ. ანდრია მოციქულს უქადაგია და ამიტომაც ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრას „წმ. ანდრიას საყდრად” მოიხსენიებენ. დღევანდელი გუმბათიანი საკათედრო ტაძარი X-XI საუკუნეებშია აგებული. III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში, ბიჭვინთა მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად იქცა, რასაც მოწმობს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა 325 წელს ქ. ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. საუკუნეების განმავლობაში ბიჭვინთაში მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი, რომელიც XVI საუკუნის შუა ხანებში, ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევების შემდეგ, გელათში გადმოვიდა. XVII საუკუნეში ბიჭვინთის ტაძარი მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა. XVIII საუკუნეში ტაძარს მეხი დაეცა და ძლიერ დაზიანდა. დღეს პიცუნდას ტაძრის მრავალი ძვირფასი ექსპონატი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მათ შორისაა მოზაიკის იატაკი, მოოქროვილი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. მე-6 წელს, ბიჭვინთის ტაძრის ტერიტორიაზე, გათხრილი იქნა საპატრიარქო სასახლის საძირკველი და კედლები. ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია საქარელოს ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ის მდებარეობს ქალაქ ოჩამჩირის აღმოსავლეთით, პატარა სოფელ ილორში. ილორის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვა 90-იან წლებში შეწყდა მაშინ, როდესაც იქ ქართული მღვდელთმსახურება კომუნისტებმაც კი ვერ შეწყვიტეს. ისტორიული მონაცემებით, ეკლესია აშენდა XI საუკუნეში. ამის შესახებ ლეგენდაც არსებობს, რომლის თანახმადაც, ადგილობრივმა უფლისწულმა ტყეში ნადირობის დროს ირემი დაჭრა. დაჭრილი ირემი, მონადირეს გაექცა და ბარდებში იმალებოდა. უფლისწული აგრძელებდა გაქცეული ირმის დევნას და კვალმა ის მიიყვანა ძველი საკურთხეველის ნანგრევებთან. აქ მან დაინახა რაღაც უჩვეულო. დაჭრილ ირემს თავი ედო საკურთხეველათან, სადაც აღმართული იყო მაღალი ჯვარი. ის მიხვდა, რომ ცხოველი იყო წმინდანი და ირემი ცოცხალი დატოვა. შემდეგ კი ბრძანა იმ ადგილას ეკლესია აეშენებინათ. ილორის ეკლესია გარშემორტყმულია გალავნით, რომელსაც აქვს კარიბჭე. ეს ტაძარი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო აფხაზეთში, არამედ საზღვარგარეთაც.
#სოხუმი
#ტაძრები
#ეკლესია
#ლეგენდა
#ისტორია
#SokhumiDaily
0