ცელულიტის მოშორება სრულებით შესაძლებელია სახლის პირობებში!

0
ცელულიტი-უამრავი ქალის ღამის კოშმარი, რომლეთანაც აუცილებელია ძალისხმიერი ბრძოლა. რა არის ცელულიტი და როდის ჩნდება ის❓ ცელულიტი ასე ვთქვათ “გაწელილი”კანია რომელიც ხაზებად რჩება და საკმაოდ არაესთეტიურია.ცელულიტი ჩნდება როდესაც უცბად ხდება კანის ტრანფორმაცია (ან ძალიან ვსუსტდებით და კანი იშვებს ან პირიქით ძალიან ვსუქდებით და კანი იწელება)თუმცა ეს გენეტიკური პრობლემაცაა და შეიძლება გენეტიკურად გადმოგეცათ ის. როგორ ვებრძოლოთ❓ პირველ რიგში ვაკონტროლოთ კვება.ამოვიღოთ რაციონიდან ცხიმი, შაქარი, მარილი, ცომი, გაზიანი სასმელები, Junk food. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (წყალი), ვიტამინები. ხშირად დაიმუშავეთ ის მონაკვეთი სადაც ცელულიტი გაქვთ და გაიკეთეთ ერთგვარი მასაჟი რომ მოხდეს სისხლის ცირკულაცია, გაიკეთეთ სკრაბირება, დაამზადეთ სკრაბი სახლის პირობებში ?ყავა+ქოქოსის ზეთი იდეალურია ამ პრობლემისთვის, დაიმასაჟეს კანი ამ სკრაბით. ?ასევე ეფექტურია 2 ს/კ თაფლი და 1 ს/კ დარიჩინი ერთმანეთს შეურიეთ. ნაზავი ფოლგას წაუსვით და პრობლემურ ადგილას 40 წუთით დაიდეთ. ასევე, ეფექტური იქნება თუ ამ დროს მწვანე ჩაისაც მიირთმევთ. ამის შემდეგ კი თბილი წყლის აბაზანა მიიღეთ. სანამ თქვენ ტელევიზორის ყურებით ან წიგნის კითხვით გაერთობით მწვანე ჩაი და ნაზავი ერთდროულად ეფექტურად იმოქმედებს. ?გაიკეთეთ სახვევები.ჯამში შეათბეთ თაფლი +1ცალი კვერცხის გული+რამდენიმე წვეთი ციტრუსის ეთერზეთი.წაისვით მაზავი კარგად, მჭიდროდ გადაიხვიეთ ფოლგა ან ცელოფანის ნაჭერი, ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი და დაელოდეთ 40წუთი. ? სახვევი წიწაკითა და დარიჩინით- ამ მასის მოსამზადებლად 2 ჩაის კოვზ დაფქულ დარიჩინს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 7-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ამ სახვევის გაკეთების წინ და შემდეგ ერთი საათი არ შეიძლება არაფრის დალევა. არც წყლის. ეს სახვევი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზი და ვენების სხვა დაავადება. ეფექტის მისაღებად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახვევის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. ასე თქვენ შეძლებთ ცელულიტისგან გათავისუფლებას.
#skincare
#selfcare
#selfloveTbilisi
0