Post
Tech Cloud
? Facebook-ის თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგს საშიშს უწოდებს და მოუწოდებს სოციალური ქსელის მონოპოლიის დანგრევას
#TechCloud
#TechCloudNews
#Facebook
Facebook-ის თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა(Chris Hughes) თავის მიმართვაში The New York Times-ში მოუწოდა აშშ-ს მთავრობას შეზღუდოს სოციალური ქსელის "საშიში" ზეგავლენა. ცუკერბერგის კოლოსალური ზეგავლენა Facebook, Instagram და WhatsApp-ზე იწვევს განგაშს, წერს ჰიუზი.
კრის ჰიუზის სიტყვებით,მარკს ეკუთვნის კომპანიის აქციების 60%, რომლის მეშვეობით მას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ კონკურენტს,მისი შესყიდვით, ბლოკირებით ან ფუნქციონალის დუბლირებით/კოპირებით. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ Snapchat, საიდანაც Facebook-მა და Instagram-მა დააკოპირა ბევრი პოპულარული ფუნქცია, ისეთი როგორიცაა სთორი და ნიღბები ფოტოებისთვის.
ჰიუზი გამოვიდა Facebook-ის და მასში შემავალი კომპანიების Instagram და WhatsApp-ის დამოუკიდებელ კომპანიებად დაყოფის წინადადებით,სადაც გამოყენებული იქნება ანტიმონოპოლიური კანონები. ამას გარდა, აშშ-ს მთავრობამ უნდა შექმნას სპეციალური კონტროლის ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ტექნოლოგიურ ბაზარს.
"ვინაიდან Facebook დომინირებს სოციალურ ქსელებში, ის არ ხვდება ბაზრის პასუხისმგებლობის წინაღობებს. ეს იმას ნიშნავს,რომ ყოველ ჯერზე როდესაც Facebook უშვებს შეცდომას , ჩვენ ვიმეორებთ დამღლელ მოქმედებას: ჯერ ვშფოთდებით,შემდგომ იმედგაცრუებულები ვართ და ბოლოს ვეგუებით" - კრის ჰიუზი.