დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 75 წელი შესრულდა

0
ამ დღესთან დაკავშირებით წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს 93 წლის ქალბატონს, ვარვარა ბონდარენკოს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებს, მუნიციპალიტეტის მერიისგან კი 500-ლარს.
0