რა არის CC,BB,DD,EE,PP კრემი?

0
BB კრემი-ის სხვადასხვა სახის გამონაყარსა და ანთებით ელემენტებს აცხრობს, შეუძლია სახის ტონის კორექცია და ზედმეტ პიგმენტაციას შველის. ის მაკიაჟის ძალიან კარგი საფუძველია და კანს მზის სხივებისგანაც იცავს. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სახის მოვლის საშუალებებზე უარის თქმა BB კრემის ხარჯზე, რეკომენდებული არ არის. მას შეუძლია კანის დატენიანება, გაღიზიანების მოხსნა, მაგრამ სახის კანის მოვლის ძირითადი საშუალებების ჩანაცვლება BB კრემის ძალებს აღემატება. CC-სპეციალისტების განმარტებით, BB და CC კრემებს შორის ძალიან მკვეთრი სხვაობა არ არსებობს. ამიტომაც ისინი ორივე მათგანის გამოცდას გვირჩევენ, რათა ამა თუ იმ ტიპის კანისთვის უფრო შესაფერისი პროდუქტი ინდივიდუალურად, პირადი გამოცდილების საფუძველზე შეირჩეს. ზოგიერთი ვიზაჟისტი სახის კანის იდეალური ტონის მისაღებად CC კრემსა და ჩვეულებრივ ტონალურ კრემს ერთმანეთში ურევს და შედეგიც საკმაოდ ეფექტიანია. DD-ყოველდღიური მოხმარებისთვის ნამდვილად უნივერსალური პროდუქტია. მასში მოცემულია SPF ფაქტორი (თუთიის ოქსიდი) და კრემი დაბერების პროცესს აფერხებს. რატომ უწოდებენ მას თავისი წინამორბედების ჰიბდრიდს, სპეციალისტებს ბოლომდე გარკვეული არ აქვთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ის მზისგან დამცავ „ჭკვიან“ პროდუქტებს განეკუთვნება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი კანის არა მხოლოდ მზის მავნე სხივებისგან დაცვა, არამედ მისი გაახალგაზრდავება და გაჯანსაღება შეგიძლიათ. EE- მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებული არ არის. ეს პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისაც უფერული კანი და შავი წერტილები აქვს. EE კრემის ზოგიერთი სახეობა პიგმენტურ ლაქებსაც აქრობს და ის განსაკუთრებით რუჯის მოყვარულებს გამოადგებათ. PP-Pink Perfect („ვარდისფერი სრულყოფილება“) იგივე PP კრემი არის მაკიაჟის ბაზა. კრემის შემადგენლობაში არსებული სილიკონის ნაწილაკები კანის მცირე ხარვეზსაც კი ფარავს, ასწორებს რელიეფს, ფარავს ნაოჭებსა და ნაწიბურებს, ამცირებს პორებს. ამ დროს კანი ხდება თანაბარი და გლუვი, თუმცა კრემი არის გამჭვირვალე და შეუმჩნეველი. PP კრემის წასმამდე კანი აუცილებლად უნდა დამუშავდეს მოვლის შესაბამისი საშუალებებით. PP კრემის შემდეგ უკვე ჩვეულებრივი ტონალურის ან BB/CC კრემების წასმა შეგიძლიათ (ამ ორიდან რომელს აირჩევთ, თქვენზეა დამოკიდებული).
#skincare
#bbcream
#cccream
#ddcream
#eecream
#ppcream
#beauty
#beautyhacks
#სილამაზე
#თავისმოვლა
Tbilisi
0