იტალიაში კორონავირუსისგან 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

0
იტალიაში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 194 ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ცნობით, გასული დღის მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებელი მცირედით შემცირებულია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხი 30 395-ს შეადგენს. იტალიაში გამოვლინდა კორონავირუსის 1 083 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა მაჩვენებელი უკვე 218 268-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.
#news
#politics
#stopcovid19
#coronavirus
#health
Tbilisi
Italy
0