4. მთაწმინდა და მთაწმინდის პანთეონი
თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი შტოქედის დაბოლოება. შედის ქალაქ თბილისის ფარგლებში. მისი სიმაღლეა 770 მ. აგებულია ზედაეოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით. სახელი მიიღო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავანის — ათონის მთის მიხედვით
გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დასაკრძალი ადგილი თბილისში , მთაწმინდის ფერდობზე, მამადავითის ეკლესიის შემოგარენში. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში; პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე. ki