მსოფლიოში პირველი ,,ხილული გამოსახულება,,

0
თითქმის 200 წლის წინ ფრანგმა ჯოზეფ ნისეფორ ნეპსმა ლითონის ფირფიტას წაუსვა ასფალტის თხელი ფენა, ჩადო დახურულ კამერაში და დადო მზეზე. ასე მიიღო მან მსოფლიოში პირველი "ხილული გამოსახულება". მართალია, სურათი არც ისე კარგი ხარისხის იყო, მაგრამ ეს იყო მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორიის დასაწყისი. ლუის დაგერმა (Louis Daguerre) ადამიანი ფოტოსურათზე პირველად 1838 წელს აღბეჭდა. ფოტოზე სახელწოდებით “Boulevard du Temple” ნაჩვენებია ქუჩა, რომელიც ერთი შეხედვით უსიცოცხლო გვეჩვენება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ფოტოსურათის მარცხენა ნაწილში იოლად გავარჩევთ ერთადერთ ადამიანს, რომელიც მასზეა გამოსახული.
#science
#scientists
#photo
#photography
#firstphoto
#opinion
#art
#louisdaguerre
Tbilisi
0