მატარებლების მწარმოებელ კომპანია Stadler – ზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა!

1
მატარებლების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია Stadler-ზე განხორციელდა კიბერ თავდასხმა, რის შესახებაც კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა. კიბერ თავდასხმის შედეგად ბოროტმოქმედების მიერ შესაძლოა იყო მოპოვებული ორგანიზაციის და მისი თანამშრომლების მონაცემები. Stadler – ში დასაქმებული 11 ათასამდე ადამიანი, რომლებიც 12 საწარმოო და 40 სერვისის ობიექტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. ორგანიზაციის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა შეძლეს შეღწევა კომპანიის ქსელურ ინფრასტრუქტურაში, რის შედეგადაც მოხდა გარკვეული ოდენობის მოწყობილობების ინფიცირება სპეციალიზირებული მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. ბოროტმოქმედების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მოცულობა ამ ეტაპისთვის უცნობია. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბოროტმოქმედებმა თავდასხმის დროს გამოიყენეს სპეციალური გამომძალველი პროგრამული უზრუნველყოფა ინციდენტის შემდეგ, ჰაკერები დაუკავშირდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოპარული მონაცემების სანაცვლოდ ფული მოითხოვეს. თუკი Stadler – ი უარს განაცხადებდა გადახდაზე, ბოროტმოქმედები მოპარული ინფორმაციის ინტერნეტში განთავსებით დაემუქრნენ. ორგანიზაციამ სასწრაფოდ მიმართა უსაფრთხოების სპეციალისტებს და პროკურატურას შესაბამისი ზომების მისაღებად. ზოგი ერთ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბოროტმოქმედებმა თავდასხმის დროს გამოიყენეს სპეციალური გამომძალველი პროგრამული უზრუნველყოფა. შედეგად Stadler-ის მოუწია ინფორმაციის აღდგენა არსებული backup-ების მეშვეობით. წყარო: Scientific Cyber Security Association - SCSA
#news
1