შუნტირება-რატომ კეთდება ეს ოპერაცია?

0
შუნტირება - აორტო-კორონარული შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება გულის კორონარული დაავადებისას. პროცედურის დროს ხდება შევიწროებული ან დათრომბილი არტერიებიდან სისხლის ალტერნატიული გზით გაყვანა, რაც ხელს უწყობს გულის ჟანგბადით და საკვებით მომარაგებას. 📌როგორც ყველა ორგანოს, გულსაც სჭირდება სისხლის მიწოდება. ეს ხორციელდება მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერიებით. დროთა განმავლობაში ეს არტერიები ვიწროვდება და მათში გროვდება ცხიმოვანი დეპოზიტები, ანუ ფოლაქები. ამ პროცესს ეწოდება ათეროსკლეროზი, მოიხსენიებენ როგორც გულის კორონარულ დაავადებას. იგი ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად, მისი განვითარების რისკს ასევე ზრდის სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა და ცხიმოვანი საკვები. 📌გულის კორონარულმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანგინა, ეს არის მკერდის ტკივილი, რომელიც ვითარდება გულისთვის ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდების სიმცირის შედეგად. ზოგიერთ ანგინას მკურნალობენ მედიკამენტებით, ხოლო მძიმე შემთხვევაში ტარდება შუნტირება, რათა მოხდეს გულის კვების გაძლიერება. სხვა რისკი, რომელიც დაკავშირებულია ამ დაავადებასთან არის ფოლაქის გაყოლა და შემდეგ თრომბის წარმოქმნა. თრომბი ბლოკავს გულისთვის სისხლის მიწოდებას, რაც იწვევს გულის შეტევას. შუნტირება რეკომენდირებულია გულის შეტევის თავიდან ასარიდებლად.
0