ძნელად თუ იპოვოთ ადამიანს რომელიც არ ოცნებობს ლამაზ, მოვლილ, ბზინვარე და თანაბარ ხუჭუჭა თმებზე, ჩვენ ვიხვევთ თმას ყველა გზით ვიყენებთ სპეციალურ “ბიგუდებს”, საწრუპებსაც კი, ვიხვევთ ქიმიურად ან ბიო დახვევით თუმცა იმ ადამიანებს ვინც ღმერთმა კულულები აჩუქა საკმაოდ დიდი შრომა უწევთ რომ თმა შეინარჩუნონ ლამაზას.
დღეს მინდა გაგიზიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ თუ როგორ მოვუაროთ ხუჭუჭა თმას.???
Ps.ეძღვნება ჩემს ხუჭუჭა დაქალს❤️
ნაბიჯი პირველი:დაიბანეთ სწორად❗️
თმის მთავარი პრობლემაა მისი სიმშრალე, რაც დროთა განმავლობაში არღვევს კულულებს და არათანაბარს ხდის მათ.გამოიყენეთ მაქსიმალურად ბუნებრივი (ყურადღება გაამახვილეთ რომ არ იყოსსულფატის შემცველი) შამპუნი თუ საშუალებები და შეეცადეთ დაიბანოთ კვირაში 2 ჯერ ეს დაიცავს თმას გამოშრობისგან და დეფორმაციისაგან.
ნაბიჯი მეორე: დატენიანება❗️
ხუჭუჭა თმას მაქსიმალური დატენიანება სჭირდება. შესაბამისად, კონდიციონერის ხმარება თქვენი მოვლის რუტინის შეუცვლელ ნაწილად უნდა იქცეს.
მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ, ჩაიტარეთ თმის ღმრა დატენიანება(რისთვისაც საუკეთესოა moroccanoil არგანის ზეთი)
ასევე გთავაზობთ ნიღაბს რომლის დამზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაგჭირდებათ:
1/2ბანანი
1/2ავოკადო(შეეცადეთ მწიფე ავოკადო აარჩიოთ)
2კოვზი მაიონეზი?
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ცალი კვერცხი
აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და დაიტანეთ თავზე(შეეცადეთ თმაზექვემოდან ზედა მოძრაობებით დაიტანოთ) გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ეს ნიღაბი მაქსიმალურად გამოკვებავს თქვენ თმას ვიტამინებით.
ნაბიჯი სამი:გამოიყენეთ სწორი სავარცხალი❗️
აუცილებელია გამოიყენოთ ხის, მსიბუქი სავარცხელუ რომელიც ძალისხმების გარეშე თანაბრად დავარცხნის თქვენ კულულებს.(არგამოიყენოთ რკინის ჯაგრისიანი ან უხეში ერთპირიანი სავარცხლები!)
ნაბიჯი ოთხი: გამოიყენეთ დიფუზორი❗️
დიფუზორი ყველა თმის საშრობს მოყვება, მისი გამოყენება თქვენს თმას მისცემს მოცულობას და თანაბარად დააყენებს თქვენს ხვეულ თმას, ასევე არ დაგავიწყდეთ თმის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ.
როგორც ავღნიშნე ხვეული თმის მთავარი საშიშროება არის გამოშრობა ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გამოიყენებთ არგანის, ქოქოსის ზეთები.
#curly
#curlyhair
#haircare
#curlyhaircair
#beauty
#თმა
#ხვეულითმა
#ხვეულითმისმოვლა
Tbilisi