უცხო ენის სწავლებისას მუსიკის მოსმენა შედეგს აუმჯობესებს

0
?სწავლის პროცესში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ორი ფაქტორი, ერთი მხრივ, ტვინი და მეორე მხრივ, ნეირონები. ამდენად, მოსწავლეები მაშინ სწავლობენ, როცა მათ შორის მჭიდრო კავშირია ან კავშირები ნეირონებს შორის ჰარმონიულად იცვლება. გაკვეთილზე საჭიროა გამომწვევი ფაქტორები და ბიძგები, რომ ტვინი არ მოდუნდეს. აგრეთვე მუსიკას აქვს უცხოური ენისა და ზოგადად ენის შესწავლის პროცესზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მუსიკის მოსმენა განაპირობებს კოგნიტური უნარების გააქტიურებას და ა.შ. ასეთი დავალების პირობებში მოსწავლეები ავლენენ სწრაფ, ლოგიკურ და კრეატიულ აზროვნებას. მაგრამ როცა მუსიკა ნაკლებ სასიამოვნოდ აღიქმება, ასეთ შემთხვევაში ტვინის ნაწილები მელოდიას არაპროპორციულად აღიქვამს. მუსიკას აქვს აღგმზნები ფუნქცია მაშინ, როცა სიმღერა რომელიმე ინსტრუმენტის აკომპანემენტით სრულდება. სიმღერის მოსმენის დროს აქტიურია ტვინის ის არეები, რომლებიც ენის სწავლების პირობებში ვერ იქნებოდა აქტიური.
#music
#musicfeed
#candymusic
#science
#psychology
#language
#learn
#process
#facts
#interestingfact
#listen
#goodteacher
#opinion
#art
#photo
0