უცნობი და გასაოცარი ფაქტები ეიფელის კოშკზე

0
?თავდაპირველად ეიფელმა პროექტი ესპანეთის ხელისუფლებას შესთავაზა, თუმცა იქ ფრანგი ინჟინრის შემოქმედება სათანადოდ ვერ შეაფასეს ⚜️კოშკს საკუთარი ფერი გააჩნია - ე.წ. „ეიფელის ყავისფერი“, რომელიც ოფიციალურად არის დაპატენტებული. შეღებვა ყოველ 7 წელიწადში ხდება, რაზედაც 60 ტონა საღებავი იხარჯება. ?აშენებიდან 20 წლის შემდეგ, 1909 წელს კოშკის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ კოშკზე შესაძლებელი იყო რადიოგადამცემების მონტაჟი, ამან განაპირობა მისი დატოვება ?კოშკის კონსტრუქციას საფუძვლად ადამიანის ჩონჩხის აგებულობა უდევს. მეტალის კონსტრუქციის გაანგარიშებისას გერმანელი პალეონტოლოგის ჰერმან ფონ მაიერის ნაშრომებს იყენებდნენ. მან აღწერა ბარძაყის ძვალი და ახსნა, რატომ უძლებს ის ადამიანის წონას. ბუნებით ნაკარნახევი პრინციპმა არქიტექტურაშიც გაამართლა. ??‍♀️ორმოცი წლის მანძილზე ეიფელის კოშკი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობას წარმოადგენდა. ?რთული კონსტრუქციის ასაშენებლად რამდენიმე ათასი ნახაზი შეიქმნა. სულ 18 000 დეტალი და 2, 5 მილიონი მოქლონი იყო გამოყენებული. ?კოშკის განათება ხელოვნების ცალკე ნიმუშად აღიარეს. მისი გამოსახულების გავრცელება საავტორო უფლებებით არის დაცული. ღამის პარიზის ფოტოების გავრცელებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 0, 5 მილიონი ევროს ოდენობით, რადგან ეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევად ითვლება, თუმცა საფრანგეთის სასამართლოში იმ ტურისტების მიმართ, რომლებიც სელფის ღამის პარიზის ფონზე იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ, ასეთი სახის სარჩელებს ადგილი ჯერ ჰქონია.
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#europe
#paris
#france
#eiffeltower
#facts
#interestingfacts
#tower
#beautiful
#goodplaces
#art
Paris
0