რა შეზუდვები მოიხსნება 11 მაისიდან

0
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 11 მაისიდან მოიხსნება. კერძოდ: • 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა. დაშვებული იქნება, როგორც ქალაქში შემოსვლა, ასევე ქალაქიდან გასვლა. თუმცა კომენდანტის საათი კვლავინდებურად შენარჩუნებდა; • 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებსა და მოლებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება; • 11 მაისიდან სრულად აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება. შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც ძალაშია 22 მაისამდე.
#news
#opinion
#coronavirus
#covid19
#სიახლე
#შეზღუდვები
#კორონავირუსი
#კოვიდ19
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0