ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა

0
2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, მად­რიდ­ში გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელ-გრუ­ზინ­სკი და­ი­ბა­და. მა­შინ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ გი­ორ­გის და­ბა­დე­ბით სა­მუ­და­მოდ შე­იკვრე­ბო­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი შტო - გრუ­ზინ­სკე­ბი და მუხ­რა­ნე­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკი­სა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის ქორ­წი­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს და­ლოც­ვი­თა და თან­ხმო­ბით მოხ­და, წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე აი­რია. ყვი­თე­ლი პრე­სა აჭ­რელ­და სა­თა­უ­რე­ბით, სა­დაც და­ვი­თი­სა და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე მოგ­ვი­თხრობ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ვი­თი ანა­ზე ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლა­დობ­და, რა­მაც ქალი სა­ბო­ლო­ოდ გა­ხა­და იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ნე­ბა სა­უ­კუ­ნის გან­ქორ­წი­ნე­ბით შე­ეც­ვა­ლა. ანა და და­ვი­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­დნენ, თუმ­ცა მათ შო­რის ქო­ნებ­რი­ვი დავა დღემ­დე სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და პე­რი­ო­დუ­ლად მე­დია მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მათი ად­ვო­კა­ტე­ბის­გან იგებს.ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ეს­პა­ნეთ­ში, მა­მის მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე ანა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვეტ­და ქმარ­თან და­შო­რე­ბას. ანას ცხოვ­რე­ბა არც მა­ნამ­დე ყო­ფი­ლა სა­ჯა­რო, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, უფრო ჩა­ი­კე­ტა.და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი კი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. მას ყალ­ბი ორ­დე­ნე­ბის გა­ცე­მა­შიც კი სდებ­დნენ ბრალს. თუმ­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა და ძი­რი­თა­დად დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცხე­თის აგა­რაკ­ზე ატა­რებს, სა­დაც სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ანას და და­ვი­თის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უნდა ეცხოვ­რათ.გა­ი­ზარ­და მემ­კვიდ­რე გი­ორ­გი, რომ­ლის და­ბა­დე­ბა­საც არა­ერ­თი სკან­და­ლი მოჰ­ყვა. მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის მომ­ხრე­ე­ბი მას უფ­ლის­წულ გი­ორ­გიდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. იმე­დი აქვთ, რო­დე­საც ბიჭი სრულ­წლო­ვა­ნი გახ­დე­ბა, დღის წეს­რიგ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ყე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის სა­კითხს, რად­გან რე­ა­ლუ­რად, სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ცნო­ბი­ლია და გა­სა­ყო­ფიც ამ ორ შტოს შო­რის მხო­ლოდ ქო­ნე­ბაა, რო­მელ­ზე და­ვაც ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო­ში.გი­ორ­გი 9 წლის გახ­და და და­ბა­დე­ბის დღე მცხე­თა­ში აღ­ნიშ­ნეს. ბიჭი დე­დას­თან, დებ­თან, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, შე­გახ­სნებთ, რომ გო­გო­ნე­ბი ანას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი სწავ­ლობს კერ­ძო სკო­ლა­ში არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია.გი­ორ­გი შა­ბათ-კვი­რებს მა­მას­თან, მცხე­თა­ში ატა­რებს. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანა და და­ვი­თი მარ­თა­ლია არ შე­რი­გე­ბუ­ლან, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვი წა­მო­ი­ზარ­და, ცდი­ლო­ბენ სკან­დლე­ბი აი­რი­დონ თა­ვი­დან - მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ნელ-ნელა დას­ტა­ბი­ლურ­და. და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია აღად­გი­ნა და მეღ­ვი­ნე­ო­ბას მის­დევს. "ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, რი­გით 30-ე მუხ­რან­ბა­ტო­ნი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან­ბა­ტო­ნი ამა­ყია იმით, რომ მიჰ­ყვე­ბა რი­გით 26-ე მუხ­რან­ბა­ტო­ნის, ივა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რან­ბა­ტო­ნის (1812- 1895) ნაკ­ვა­ლევს. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ივა­ნე იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე, რაც გუ­ლის­ხმობ­და - ცქრი­ა­ლა ღვი­ნო­ე­ბის და­ყე­ნე­ბას და მუხ­რა­ნის სა­სახ­ლის შექ­მნას. ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბით. ამ საქ­მის­თვის მან და­ი­ქი­რა­ვა ფრან­გი და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და 1876 წელს სა­კუ­თარ მა­მულ­ში აა­შე­ნა დიდი ქარ­ხა­ნა, სა­დაც ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის და ბოთ­ლებ­ში ჩა­მოს­ხმის პრო­ცე­დუ­რე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფრან­გუ­ლი წე­სით...", - ვკი­თხუ­ლობთ სა­მე­ფო კა­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკი, რო­მე­ლიც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ, ახლა დი­ა­სახ­ლი­სია. მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტე­ბი­სას, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მო­ნარ­ქე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, ასე წა­რად­გე­ნენ რო­გორც მისი სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანა. ერთი წლის წინ ჟურ­ნალ "სი­თი­ში" სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე ვრცლად ისა­უბ­რა:"ჩემი ქორ­წი­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, უიღ­ბლო, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ცე­მი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ზარ­დე უფრო მე­ტად, შე­ვი­ძი­ნე უამ­რა­ვი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ მქონ­და - მოთ­მი­ნე­ბა, დათ­მო­ბა, ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლე… ქორ­წი­ნე­ბამ­დეც რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­მიხ­და ჩემს თავ­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მომ­წონ­და, მიყ­ვარ­და და და­ვი­წყე ახალ, სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში არ­სე­ბო­ბა.მეს­მის, ძნე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ნარ­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის გა­და­დო თავი და ცხოვ­რე­ბა და­უ­კავ­ში­რო სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს, სხვა კულ­ტუ­რი­დან მო­სულს, მაგ­რამ არ­სე­ბობს რა­ღაც, რა­საც მეც ვერ ვხსნი დღემ­დე. სა­ი­დან მო­ვი­და მა­შინ იმ­ხე­ლა ძალა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. ერთი ვიცი, რომ დღე­საც იგი­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, რათა პა­ტი­ვი მი­მე­გო ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის­თვის და წი­ნაპ­რე­ბის­თვის. უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბამ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­მი­ტო­ვა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გის და­ბა­დე­ბით", - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში ანა.
0