ტყუპი უისლები წარმატებული ბიზნესმენები დოლორეს ამბრიჯის წყალობით გახდნენ

0
“ჰარი პოტერის” მე-5 ნაწილში (ფენიქსის ორდენი) სხვა მრავალთან ერთად მოხდა 4 ფაქტი, რომლებიც ერთმანეთთან ცოტამ თუ დააკავშირა: ფრედმა და ჯორჯმა რონს შესთავაზეს ეყიდა იაფფასიანი კანფეტები, რომლებიც ცხვირიდან სისხლდენას იწვევდა. კანფეტების დაბალი ფასი იმით იყო განპირობებული, რომ ტყუპებმა არ იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ სისხლდენა, სტუდენტებს კი (ისევე როგორც საკუთარ თავებს) ცდისპირებად იყენებდნენ. ამ პერიოდში ჰარი დოლორეს ამბრიჯის სასტიკ სასჯელს იღებს – კალმით ქაღალდზე წერს სიტყვებს და ეს პროცესი მის ხელზე სისხლიან კვალს ტოვებს. ჭრილობას ჰერმიონი იფნურას ესენციით მკურნალობს. ამბრიჯი ფრედისა და ჯორჯის მეგობარ ლი ჯორდანსაც სჯის და როცა ჰარი მის სისხლიან ხელს დაინახავს, ახსენდება, რომ ასეთ ჭრილობას იფნურას ესენცია შველის. ლი ჯორდანისგან ტყუპები იგებენ, რომ სისხლდენას აღნიშნული ესენცია შველის და მაშინვე ღებენ ჰოგვორტსის დატოვების გადაწყვეტილებას – მათ უკვე აქვთ თავიანთი უპოპულარულესი ტკბილეულის, სისხლმდენი კანფეტების ანტიდოტი, ასე რომ, ოინების მაღაზიის გახსნა და ბიზნესის წამოწყება თავისუფლად შეუძლიათ.
0