დღეს სიურეალიზმის ერთ-ერთი მარგალიტის - სალვადორ დალის დაბადების დღეა.
ჩვენი გენიალური ფერმწერი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა მხატვრობით, პირველი პეიზაჟი მან 6 წლის ასაკში დახატა საფოსტო ბარათზე. 13 წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში მიიყვანეს. დალი მეტად განათლებული ბავშვი გახლდათ. ფსიქოლოგია, ფილოსოფია და პოლიტიკა აინტერესებდა. კლასელები მასთან არ მეგობრობდნენ, მეტისმეტად თავდაჯერებულად და ამაყად მიაჩნდათ. დალის ხატვის ნიჭთან ერთად ლიტერატურის ნიჭიც აღმოაჩნდა, ლექსებს წერდა. 15 წლისა მეგობრებთან ერთად ჟურნალს გამოსცემდა. პირველი გამოფენის შემდეგ მამამ სასწავლებლად მადრიდში, ხელოვნების აკადემიაში გაგზავნა. საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის იქიდან ორჯერ გარიცხეს. მასწავლებლებიც უჩიოდნენ, ქედმაღლობის გამო.
მსოფლიო ხელოვნება წარმოუდგენელია სალვადორ დალის გარეშე. მისი შემოქმედება რადიკალურად განსხვავდება სხვა ხელოვანებისგან და სწორედ ამაშია მხატვრის სიდიადე. თავიდან დალის და მის შემოქმედებას კოლეგები არასერიოზულად მიიჩნევდნენ, სავარაუდოდ, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მან თავი არ დაზოგა და ყველაფერი გააკეთა, წარმატების მისაღწევად. თავად ამბობდა: „დიდი მადლობა ჩემს მტრებს. ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის, ვინც ახლა ვარ.“
ბოლოს კი შემოგთავაზებთ სალვადორ დალის რჩევას: „უარს ნუ იტყვი საკუთარი ხედვაზე, საკუთარ მანერაზე და საკუთარ წარმოდგენებზე: ისინი შენ გამოგადგება, თუ მხატვარი გახდები. შედევრი და სიზარმაცე შეუთავსებელია!“
#salvadordali
#paintings
#art