10 ფაქტი იოჰან სებასტიან ბახის შესახებ

0
335 წლის წინ გერმანელი ვირტუოზი, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა. ბახს 1000-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, თავისი პირველი ნაშრომი კომპოზიტორმა 15 წლისამ დაწერა. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს იოჰან სებასტიან ბახის ცხოვრებიდან 1. მისი გვარი იმ პერიოდის გერმანულ მუსიკალურ წრეებში ცნობილი იყო. ბახების ხუთი თაობა მუსიკოსები იყვნენ. 2. ჰქონდა უნიკალური სმენა, ერთი მოსმენით შეეძლო უცნობი, რთული მუსიკალური ნაწარმოების უშეცდომოდ შესრულება. 3. ბახი მუსიკის პედაგოგი იყო. თავისუფალ დროს პატარა სოფლებში ჩადიოდა და მოსახლეობას მუსიკის მასწავლებლად ეცნებოდა, დაინტერესებულ პირებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გაკვეთილებს უტარებდა. 4. ცხოვრების განმავლობაში რვაჯერ შეიცვალა ქალაქი, თუმცა გერმანიის ტერიტორიას არასდროს გასცდენია. 5. ბახის დამსახურებით გერმანულ ეკლესიებში ქალებს გალობის უფლება მიეცათ. 6. ერთ-ერთ დამქირავებელთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო კომპოზიტორს ერთთვიანი პატიმრობა მოუწია. 7. კიდევ ერთი გერმანელი კომპოზიტორი - ფრიდრიხ ჰენდელი, ბახის თანამედროვე იყო. მუსიკოსები დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის გაცნობას გეგმავდნენ, მაგრამ იმ პერიოდის სატრანსპორტო საშუალებებისა და კომპოზიტორების გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ შეხვდნენ. 8. ბახის საყვარელი საჭმელი სარდინის თავები იყო. 9.სიკვდილის შემდეგ ბახის სახელი დავიწყებას მიეცა, მისი საფლავიც კი მე-19 საუკუნემდე დაკარგული იყო. ბახის შემოქმედების გადაფასებასა და ჩვენამდე მოტანაში უდიდესი წვლილი კომპოზიტორს - იოჰან ფერკელს ეკუთვნის. 10.დედამიწის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ ოქროს დისკზე, რომელიც 1977 წელს NASA-მ მარადიულ მოგზაურობაში, კოსმოსში გაუშვა, იოჰან სებასტიან ბახის ნამუშევრებიც არის ჩაწერილი.
#ბახი
#იოჰანსებასტიანბახი
#მუსიკა
#ხელოვნება
#ფაქტები
Tbilisi
0