სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ახალი შენობა იმერეთში

0
✅ ? თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. იმერეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ახალი რაიონული შენობა გაიხსნა. ✅ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ► თერჯოლის, წყალტუბოსა და ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. ► საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ✅ 2016 წლიდან დღემდე, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რაიონული სამსახურის 7 შენობას. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ცენტრს დამატებით 5 რეაბილიტირებული შენობა გადასცეს. ► 2020 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ჯამში- 45 რაიონული ოფისის მშენებლობა უნდა დასრულდეს.
#mohgovge
#stopcovid19
#covid19
Terjola
Vani
0