სიმპსონების წინასწარმეტყველებები.ყველაფერი ხდება?

0
ცოტა რამ სერიალის შესახებ: სიმფსონები — ამერიკული ანიმაცია შექმნილი მეტ გრენინგის მიერ Fox Broadcasting Company-სთვის, სიმფსონები არის მუშათა კლასის ცხოვრების სატირული გადმოცემა. მთავარი პერსონაჟები არიან სიმფსონების ოჯახის წევრები — ჰომერი, მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მოვლენები ვითარდება სპრინგფილდის გამოგონილ ქალაქში. ??წინასწარმეტყველებები რომელთა უმეტესობა წლების შემდეგ მართლაც მოხდა.დაწყებული საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირებით გაგრძელებული: ბენგ ჰოლმსტრომის ნობელის პრემიის ჯილდო ეკონომიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიაზე გერმანიის გამარჯვება, ებოლას ვირუსი, ნიუ–იორკის ტყუპ შენობებზე თავდასხმა, ტექნოლოგიების განვითარების წინასწარმეტყველების ფაქტები და სხვა, და ბოლოს ერთ-ერთი წინასწარმეტყველება რაც ამ სტატიის მთავარი თემაა. წინასწარმეტყველებები დონალდ ტრამპზე, დაწყებული მისი გაპრეზიდენტებით დამთავრებული საუდის არაბეთში ვიზიტით.ამ ყველაფერში დიდად სავალალო არაფერი, საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ მასონების ხელი ურევია მეორე ნაწილი კი ამბობს რომ ეს უბრალოდ სცენარისტების ფანტაზიის დამსახურებაა. ერთიც და მეორეც საინტერესო მოსაზრებაა მაგრამ დღეს ჩვენ მთავარი კითხვა და წინასწარმეტყველება სიმპსონების 11 სეზონს უკავშირდება სადაც მთავარი გმირი ბარტი დროში იმოგზაურებს და ნახავს თუ როგორ გახდა მისი და ლიზა პრეზიდენტი, ბარტმა დროში მოგზაურობისას ისიც გარკვია რომ ლიზამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, სერიის გამოსვლიდან 16 წელს ტრამპი მართლაც გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მაგრამ აქ არის ერთი მცირედი დეტალი რაც ჩვენ მთავარ შეკითხვას უკავშირდება, ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა მძიმე ეკონომიკურ პოლიტიკურ კრიზისში ჩავარდა.
Tbilisi
0