გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში.
?სეზონური გრიპი გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს სეზონურ აფეთქებებს ზომიერი კლიმატის რეგიონებში (აშშ, კანადა, ევროპა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, ბრაზილია, არგენტინა), ხოლო ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში (ეკვატორული აფრიკა, აზიის სამხრეთ- აღმოსავლეთი) ახასიათებს წლიური აქტივობა. ცნობილია გრიპის ვირუსის სამი ტიპი: A, B, C. ამჟამად, მსოფლიოში სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპის და B ტიპის ვირუსები. გრიპის C ტიპის ვირუსი ხასიათდება მსუბუქი სიმპტომატიკით და ლოკალური ეპიდაფეთქებებით.
?გრიპის ვირუსი ასნებოვნებს, როგორც ადამიანებს, ასევე ფრინველებსა და ცხოველებს.
სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც განაპირობებს ადამიანთა გრიპით ავადობას. ზომიერი კლიმატური სარტყლის ქვეყნებში გრიპი ხასიათდება სეზონურობით (ზამთრის პერიოდში). გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება ხველით, ვირუსით კონტამინირებულ ნივთებთან ან ზედაპირებთან შეხებისას. სეზონური გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე სიმპტომატიკით, შესაძლოა მოყვეს ლეტალური გამოსავალიც განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.
❗️მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthylife
Tbilisi