ჯოკერი-ყველაზე პოპულარული ანტი-გმირის პერსონაჟის ანალიზი მეორე ნაწილი

ByGi GaGeorgia
0
ამ ნაწილში მინდა განვიხილო ჯარედ ლეტოს ჯოკერი თვითმკვლელთა რაზმიდან. თუ კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიაში ჯოკერი გვევლინება სამართლიანობის აღმდგენ სოციოპატათ რომელიც ანადგურებს გოთემის კრიმინალურ ელიტას და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, თვითმკვლელთა რაზმში ჯოკერი ტიპიური კრიმინალი და ბოროტების განსახიერება არაა, მას უყვარს თავისნაირი გიჟი ჰარლი ქუინი. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ თუ როგორ შეძლო ჯოკერმა ფსიქიატრ მარტოხელა ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა. ჰარლი ქუინლედს ჯოკერი თავდავიწყებით შეუყვარდა თერაპიის პროცესში და მოხდა ისე რომ ეს თერაპია დიდ სასიყვარულო რომანში გადაიზარდა რასაც მოჰყვა ცნობილი ქიმიური აბაზანის სცენა სადაც ჯოკერი ეკითხება ჰარლი ქუინს "მოკვდები ჩემს გამო? ჰარლი პასუხობს "დიახ", შემდეგ ძალიან საინტერესოა ჯოკერის მორიგი კითხვა "იცოცხლებ ჩემს გამო? " აქ ჯოკერი გულისხმობს არა ფიზიკურ ან მატერიალურ არამედ სულიერ სიცოცხლეს სხვა ადამიანისთვის, საკუთარი სიცოცხლის და ცხოვრების მიძღვნას საყვარელი ადამიანისთვის, რაზეც ასევე "დიახ" პასუხობს ჰარლი ქვინი. "სურვილი დაგიმორჩილებს, მორჩილება კი ძალაა" ეს ფრაზა არა სიყვარულის არამედ მართვის სხვაზე კონტროლის დომინირების საფუძველს იძლევა. იმ შეგრძნებას რომ შენ სხვას ფლობ ეს სიყვარულზე მეტია, ამ სცენაში უზომოდ რომანტიული სცენაა როცა ჰარლი ქუინი ქიმიურ აბანოში ვარდება, ხოლო ჯოკერი რაღაც მომენტი გულგრილი ტრიალდება და აპირებს წავიდეს მაგრამ წამიერად გააცნობიერებს რომ ერთადერთი არსება რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს და მზადაა მისთვის მოკვდეს ქვევით ქიმიურ აბანოშია ჩავარდნილი და ამ დროს ის ტრიალდება იხსნის იარაღის ჟილეტს და სიყვარულის ქიმიური მორევში ეშვება ჰარლი ქვინთან ერთად. ამ ნაწილში ჯოკერი არა ფსიქოპატი ან ბოროტმოქმედი არამედ "რომანტიული ცუდი ბიჭია". სწორედ ამიტომ იქცა იგი ბევრი თინეიჯერი გოგონას კუმირად და მათ თავი გააიგივეს ჰარლი ქუინთან ასევე ე.წ "ცუდ გოგოსთან". ცუდი გოგო ჰარლი ქუინის სცენა კიდევ კარგად ჩანს კლუბში სადაც ჯოკერს იგი აეჭვიანებს და ისიც ეჭვიანობის ნიადაგზე შუბლში ტყვიას აჭედებს ერთ ერთ განგსტერს. ფილმის კულმინაციას ჩანს როგორ ბრუნდება ჯოკერი რომ დაიხსნას თავის ერთადერთი სიყვარული და როგორ ანადგურებს ყველას და ყველაფერს მის გამო. ასევე აღსანიშნავია ის სცენა სადაც ღონემიხდილი დეპრესიაში და სასოწარკვეთაში ჩავარდნილი წევს დანების წრეში. საბოლოოდ კი ორი მოსიყვარულე მონათესავე სული ერთმანეთს ისევ უბრუნდება და ერწყმის. მართლაც ზედმეტად რომანტიულია ჯოკერის და ჰარლი ქუინის ისტორია.
ByGi GaGeorgia
0