აჭარის მაუწყებლის კიდევ ერთი ჟურნალისტი ფეისბუქის პოსტის გამო სამსახურიდან გაუშვეს
On.ge
აჭარის მაუწყებლის კიდევ ერთი ჟურნალისტი გადაცემა
#ჰეშთეგის
წამყვანი, მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქის პოსტის გამო გაათავისუფლეს. როგორც რეხვიაშვილმა On.ge-ს უთხრა, გადაწყვეტილებას, რომელიც მას წერილობით დღეს ჩააბარეს, სასამართლოში და პროკურატურაში გაასაჩივრებს.
ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის 21 აპრილის პოსტი ცილისწამებაა, რომელიც "მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და მაუწყებლის რეპუტაციას ზიანი მიაყენა". დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეხვიაშვილმა თავისი საქციელით შრომითი ხელშეკრულება და შრომის შინაგანაწესის პირობები დაარღვია.
#news
#politics
https://on.ge/story/55910-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1