Tim-ის ექიმი, ნანა პაპავა Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს: გამარჯობათ , მე კოვიდ-ინფიცირებული ვარ , დიახ მე ნამდვილად ვარსებობ ... გადავწყვიტე ხმამაღლა ვისაუბრო საზოგადოების წინაშე , არსებობს მითი რომ კოვიდი არ არსებობს ? მინდა იმედი გაგიცრუოთ რადგან კოვიდ-19 ნამდვილად არსებობს და ის ჩვენს შორისაა, ჩვენთან ძალიან ახლოს ...თავიდან მოგიყვებით ჩემს ამბავს თუ რამხელა სტრესი მივიღე ამ ვირუსით , როგორ აფათურეს ჟურნალისტებმა ჩემს სულში ხელები, მხოლოდ იმიტომ რომ სასულიერო პირის და ვარ , რომელსაც დაუდგინდა კოვიდ19 ... სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი პაციენტი ხალხნო , პაციენტი რომლის უფლებები არ იქნა დაცული , სახელი გვარი ფოტოები , ყველაფერი გამოფინეს, მისი ნებართვის გარეშე მოხდა მისი იდენტიფიცირება !!! როცა სხვა ყველა პაციენტის უფლებები დაცულია , ის ხუთი დღე როდესაც სუნთქვა არ შემეძლო , მქონდა ქოშინი, ორმხრივი პნევმონია , ისინი თავს არ მანებებნენ , მხოლოდ იმიტომ რომ ექსკლუზივი მოეპოვებინათ !რომ არა ჩემს მიერ დასნებოვნებული ჩემივე თანამშრომლები , რომლებიც აქეთ მამხნევებენ ბოლო წუთამდე , არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი , ჩემი კლინიკაში გადმოსვლოს დღიდან , ყოველ დღე მატულობდა მათი რაოდენობა , ეს იყო ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი ? თითოეული ადამიანი მტკიოდა ...ძალიან ძნელი გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი ..ამ კუთხით ბევრი მუშაობა დამჭირდება ფსიქოლოგთან ?
ნამდვილად არ არის მარტივი ვირუსი ? ჯერ მისი ხასითი არ ვიცით კარგად , არც ის რას დაგვიტოვებს მომავალში, ერთადერთი რაც შემიძლია მასე ვთქვა , რომ ეს არის ფსიქოლოგიური ომი , რომელშიც არ უნდა დანებდე, ძალიან რთულია კლინიკაში გაატარო 30 დღე და გკლავდეს შვილების მონატრება , დარდი კოლეგებზე ?
უსიმპტომოდ ვიარე სამსახურში სადაც ვმუშაობ ექთნად , სამი დღის მანძილზე ჩემგან გადაედო ჩემს 6 თანამშრომელს , ასევე სახლში ჩემს 2 წლის შვილს და დედამთილს .
ჩემს პატარა ბიჭთან ერთად აღმოვჩნდი ბოჭორიშვილის კლინიკაში , სადაც ძალიან გამბედავი , გულისხმიერი და მშრომელი პერსონალი ზრუნავდა ჩვენს კეთილდღეობაზე .მქონდა ორმხრივი პნევმონია , სუნთქვის უკმარისობა , ქოშინი , 37.5 ტემპ . არ შემეძლო ბავშვის ხელში აყვანა , მეწყებოდა ტაქიკარდია და საშინელი ქოშინი . ეს ყველაფერი მკურნალობის ფონზე ალაგდა მეხუთე დღეს, რაც შეეხება პატარას , კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა ვირუსი . მე15ტე დღეს მოუვიდა ნეგატიური პასუხი , 24 სთ ში გაუკეთდა მეორე პსრ ტესტი , ისევ უარყოფითი ??? ჩემმა პატარამ დაამარცხა კოვიდი ყველანაირი მკურნალობის გარეშე ❤️
ჩემი PCR ანალიზი გაკეთებულ იქნა კლინიკაში შემოსვლიდან მე15ტე დღეს , პასუხი იყო დადებითი , მიუხედავად იმისა რომ კლინიკირად არანაირი სიმპტომი არ მქონდა , ვირუსი ისევ აღმოჩნდა ჩემს ანალიზში , ამისთვის მზად ვიყავი და არ მინერვიულია ... 4 დღის შემდეგ ანუ მე19ტე დღეს ისევ გამიკეთეს PCR ტესტი და პასუხი კვლავ დადებითი მოვიდა , ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება ? ვცდილობ არ შევიმჩნიო , მაგრამ მეწყება ტაქიკარდია , ყელში ბურთი მეჩხირება და მთელი სხეული მიკანკალებს , მენატრება ჩემი ოჯახი , შვილები ?
მაგრამ ამასობაში კარგი რაც არის ხუთი ჩემი “თანაკოვიდელი “ წავიდა სახლში , მათ ეს შეძლეს ? ?☀️ დღე27
მომენტი როდესაც ბოლო ძალებს იკრებ რომ კარგად იყო, მაგრამ თითქოს ისევ დასაწყისში დაბრუნდი , მაქვს ტაქიქარდია, ტაქიპნოე , ჰაერი არ მყოფნის , ისევ ტემპ.37.4 ?
CT კვლევის შემდეგ , გამოირიცხა , PE , პნევმონია , სითხე პლევრაში . სისხლის ანალიზში ყველაფერი წესრიგშია .. მქონდა სტრესული მდგომარეობა , თურმე ასე მარტივი არ არის ყველაფერი , სტრესს ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია ?
დღე30
გათენდა ... დღეს მზიანი ამინდია , ვეპოტინები ამ ამინდს , დღეს აუცილებლად გამახარებს ☀️ დილის 11 საათიდან თავი მტკივა საშინლად , სულ საათს ვუყურებ, ხან ფილმი ჩავრთე , ხან წამოვწექი იქნებ ჩამეძინოს და მალე მოვიდეს 18:00 , არაფერი გამომდის , ემოციას ვერ ვაკონტროლებ ?
19:01 ზე მოვიდა სმს , რომ მე გავიმარჯვე ??? ??
მოუთმენლად ველოდები ზუკა და ანდრიასთან შეხვედრას ? არ ვიცი რა როგორ ჩამოვაყალიბე აქ , ცოტა აღელვებული ვარ , მაგრამ მინდოდა დამეწერა ეს ყველაფერი ?
ამ ვრცელი პოსტის მიზანი არის პირველ რიგში ჩემი მადლიერების გამოხტვა იმ ადამიანების მიმართ ვინც პიველივე დღიდან გვერდით მედგა , მადლობა კლინიკა თიმის ხელმძღვანელებს, კოლეგებს , ოჯახს , მეგობრებს , თქვენ მე გადამატანინეთ ეს მწარე დღეები მორალურად ?მადლობა კლინიკა ბოჭორიშვილის მედპერსონალს , ჩემს ექიმ ინფექციონისტს , ხატია ხატიაშვილს , რომელიც გარდა თავისი პროფესიონალიზმისა არის ძალიან ყურადღებიანი და ძალიან თბილი ადამიანი , ადამიანი რომლოს დანახვა მიხაროდა ყოველ დღე ?მინდა გავამხნევო ის ადამიანები ვინც ინფიცირებულია კორონავირუსით , თქვენ ამას შეძლებთ , იმიტომ რომ ჩემმა 2 წლის ბიჭმა შეძლო , მე შევძელი , აუცილებლად თქვენც გამოგივათ ყველაფერი , თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ძალიან გამბედავი , ჰუმანური და მშრომელი მედპერსონალი ???
ვფიქრობ რომ მე და ანდრიამ , ბევრის შიში დავამარცხეთ ❤️✊
ჩვენ ვიქნებით სხვებისთვის მაგალითი , თუ როგორ არ უნდა დანებდე ❤️?