„ამერიკაც მეგრელს აღმოუჩენია“ - ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია

0
„ქართველმა კაცმა, განსაკუთრებით მეგრელმა ეს უნდა იცოდეს!!! სათაური, ალბათ, ძალიან დამაინტრიგებელია და შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, რომ ეს რაღაც ხუმრობაა, თუმცა არა, ამ პოსტის გაცნობის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით იმაში, რომ ეს ისტორია მართალია! ისტორია, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბს ეხება, როდესაც მან აღმოაჩინა ამერიკა და მას WEST INDIA (ვესტ ინდოეთი) უწოდა...“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ მედიაპლათფორმაზე, სადაც როგორც დასაწყისშია აღმიშნული, გასაოცარ ისტორიასთან გვაქვს საქმე. როგორც მოგეხსენებათ ქრისტეფორე კოლუმბი ეძებდა უმოკლეს მანძილს ევროპასა და აზიას შორი, საზღვაო გზით, და მან დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. წარმოშობით იტალელმა და ესპანეთში მოღვაწე კოლუმბმა განახორციელა პირველი მოგზაურობა და სწორედ ასე უნდა მიეღწია მას კეთილსურნელოვანი მცენარეებით, ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მდიდარ ინდოეთამდე. კოლუმბს მისიის შესასრულებლად ესპანეთის მთავრობამ გადასცა სამი ხომალდი: სანტა-მარია, პინტა და ნინია, ხოლო ეკიპაჟი კი ესპანეთის საზღვაოსნო ქალაქებიდან შეირჩა. 1492 წლის 3 აგვისტოს, კოლუმბის მეთაურობით 90 კაცისგან შემდგარი ფლოტილია დაიძრა ნავსადგურ ტალოსიდან. მან როგორც იცით აღმოაჩინა ამერიკა და სწორედ 1992 წელს ამერიკელებმა აღნიშნეს ქვეყნის აღმოჩენის 500 წლისთავი. ცხადია, რომ კოლუმბის ამ ზეიმს იზიარებდნენ მისი მეზღვაურებიც, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მას პირველ ექსპედიციაში ახლდნენ.

მეგრელი კოლუმბის ექსპედიციაში

ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ მეგრელ აღმომჩენებზე. Chao Georgia Molaschia - სწორედ ეს არის იმ მეგრელის სახელი და გვარი, რომელიც კოლუმბის ექსპედიციაში მონაწილეობდა. ქართულად ითარგმნება როგორც გიორგი მოლაშხია. ეს სახელი ამოღებულია სიიდან, სადაც მოცემულია ეკიპაჟის წევრების სახელი და გვარები, რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ესპანელია. ამ სიაში მოცემულია მხოლოდ Chao Georgio Molaschia, თუმცა ცნობებით ირკვევა, რომ ამ ადამიანს ჰყავდა ძმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ექსპედიციაში, მაგრამ მისი სახელი სიაში არ ფიგურირებს, რადგან პირველი ექსპედიციის დროს, როდესაც კოლუმბმა მიაღწია ამერიკას, ირკვევა, რომ პირველი ძმა ამერიკაში დარჩა, ხოლო მეორე ძმა, გიორგი ბოლომდე გაჰყვა კოლუმბს და იგი უკან დაბრუნების შემდეგ ბასკეთში დასახლდა. ხშირ შემთხვევაში ბასკებს მეგრელებს ადარებენ და ამბობენ, რომ მეგრელების სისხლი არსად არ მოიპოვება - მხოლოდ მეგრელებსა და ბასკებს უჩქეფთ ერთი სისხლიო. ეს ისტორია მოთხრობილია მექსიკაში მცხოვრებ იური მოლაშხიას მიერ, რომელიც დაინტერესდა თავისი წინაპრებით და გამოიკვლია, რომ იყო მეზღვაური გვარად მოლაშხია (მეგრელი). მას აქვს ასევე ძველი წიგნი, სადაც ზუსტად, თანმიმდევრობით არის ჩამოწერილი ეკიპაჟის წევრთა სია, თავზე მას აწერია კაპიტნის სახელი - ქრისტეფორე კოლუმბი, ხოლო სიაში ფიგურირებს Chao Georgio Molaschia. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სამეგრელო
#ახალიამბები
#კოლუმბი
#ამერიკა
#zugdididaily
0