თეთრი სახლის თანამშრომლებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ

0
ახალი კორონავირუსი თეთრი სახლის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. ერთი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანი ქეით მილერია, მეორე კი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პერსონალური დამხმარე. თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილი 14-დღიან კარანტინში გადავიდა. თუმცა ვიცე პრეზიდენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა და ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობს მუშოაბას. "ვიცე-პრეზიდენტი პენსი გააგრძელებს თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილების რჩევებით ხელმძღვანელობას. ის კარანტინში არ იმყოფება" - განაცხადა კვირას ოფისის პრესსპიკერმა დევინ ომაილიმ. იმის მიუხედავად, რომ თეთრი სახლის მთავარ ექსპერტს კოვიდ-19 თან ბრძოლაში, ექიმ ენტონი ფაუჩს უარყოფითი პასუხი მოუვიდა, იგი მაინც გადავიდა თვითიზოლაციაში. კარანტინშია ასევე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის ორი წამყვანი წევრი: დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და სტივენ ჰანი - საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
#თეთრისახლი
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#კორონა
#ჰედლაინი
#ამერიკა
0