აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში მოქმედ ლაბორატორიებში დასრულდა 2658 ნიმუშის კვლევა, აქედან დადასტურდა 39 ახალი შემთხვევა. უწყების განცხადებით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე. მათივე ინფორმაციით, პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში 1561 ნიმუში. სულ კარანტინში იმყოფება 2450 პირი.